გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ეკონომიკის მინისტრმა ბანკების წარმომადგენლებთან, ტურიზმის სექტორისა და მცირე სასტუმროებისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობის საკითხი განიხილა

8-10-2020

„მქონდა ონლაინ შეხვედრა ქვეყნის წამყვანი ბანკების მაღალი რანგის მენეჯმენტთან, სადაც განვიხილეთ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისა და მცირე სასტუმროებისთვის“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მინისტრის თქმით, ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პირველივე დღიდან მხარში უდგას ტურისტულ ბიზნესს - ეს არის არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, სადაც რამდენიმე მიმართულებით ხდება დახმარება, მათ შორისარის მცირე და საშუალო სასტუმროების საბანკო სესხების სუბსიდირება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა, თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას კარგად ესმის, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო სასტუმროებს დაუდგათ პრობლემა.


„მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან არის სხვადასხვა გარემოება, რაც მნიშვნელოვანია ბანკისთვის, მაგრამ მთლიანობაში არის მზადყოფნა, რომ როდესაც მათ მიმართავენ სასტუმროები, განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია. პარალელურად, ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მორგებულია წლევანდელ გამოწვევებზე, რადგან ახალი საჭიროებები გაჩნდა პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ აქამდეც ვახდენდით ამ პროგრამის მოდიფიკაციას და ახლაც პროცესში ვართ - კიდევ ხომ არ გავაკეთოთ პროგრამის მოდიფიკაცია, რომ სასტუმროებისთვის ამ პროგრამის დახმარება გავზარდოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა.


ნათია თურნავას შეფასებით, ადგილობრივი ტურიზმის გახსნის წყალობით, მეტ-ნაკლებად ზაფხულის სეზონმა გარკვეული შვება მიანიჭა ტურიზმის სექტორს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან პანდემია, ეს გამოწვევა გრძელდება და ხელისუფლებას ესმის, რომ ტურიზმის სფეროში არსებობს პრობლემები, განსაკუთრებით რეგიონებში.


„მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს სასტუმრო ინდუსტრიას და ამჯერადაც არ დატოვებს უყურადღებოდ ახალ პრობლემებს, თუკი ისინი წარმოიქნება“ - აღნიშნა მინისტრმა.