გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მამუკა მდინარაძე: ვერ წავუვალთ ფაქტებს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, როდესაც მიდიოდა საზღვრის დადგენის პროცესი და შეთანხმება, მაგიდაზე არ იყო ის რუკა, რომელი რუკითაც მიღებული იქნებოდა საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება

8-10-2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ისმება კითხვები ჩვენ პირველ რიგში გონივრული განსჯისათვის უნდა მივყვეთ ფაქტებს, რა გვაქვს რეალურად ხელის გულზე და არა იმ ისტერიას, რომელიც სავარაუდო დამნაშავეების მხარდასაჭერად მოაწყო გუშინ ნაცმოძრაობამ თავისი ყველა სატელიტით.

მისი თქმით, „ხელის გულზე გვაქვს რამდენიმე ფაქტი. მათ შორის ის, რომ საქართველოს სასარგებლო რუკა არ იდო იმ მაგიდაზე, სადაც საზღვრის დადგენის პროცესი მიმდინარეობდა და ეს რუკა სავარაუდო დამნაშავეებს, ანუ ბრალდებულებს აღმოაჩნდათ სადღაც მათ პირად სივრცეში თუ სამუშაო კაბინეტში და ისინი ამას მალავდნენ. მათ შორის დაუმალეს გამოძიებას. ეს არის ფაქტი, და ამ ადამიანების მხარდასაჭერად დარაზმულია ოპოზიციური მედიის უდიდესი ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ძირითადად წარმოადგენს ნაცმოძრაობას. განსაკუთრებით მისი საგარეო მიმართულების ლიდერები, რომლებიც იმ პერიოდში იკავებდნენ სხვადასხვა პოზიციებს“.

მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ასევე შეახსენა, რომ სალომე ზურაბიშვილი 2006 წელს საერთოდ აღარ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და აქ საუბარია 2006-7 წლის მოვლენებზე. „რაც არ უნდა მოიფიქროთ, რაც არ უნდა სხვა საკითხები მოვიძიოთ და სადღაც გადავიტანოთ ისრები, ამ ნარატივში არ ჩავჯდებით, იმიტომ, რომ ციფრები, რიცხვები, თარიღები და დრო არ ემთხვევა იმას, რაც ვიღაცას უნდა რომ გამოიყვანოს. ახლა უნდათ სალომე ზურაბიშვილისკენ ისრების გადატანა, რომელიც თურმე არ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პერიოდში. მაგრამ ვერსად წავუვალთ ფაქტებს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს 2006-07 წლებში, როდესაც მიდიოდა საზღვრის დადგენის პროცესი და შეთანხმება, მაგიდაზე არ იყო ის რუკა, რომელი რუკითაც დავით გარეჯი და ის ტერიტორია მოექცეოდა საქართველოს ფარგლებში, ეს იქნებოდა უდაო ფაქტები და მეგობარ ქვეყანასთანაც ასე დალაგდებოდა ურთიერთობა, მაგრამ ეს რუკა არ იდი იქ და ეს რუკა დღეს გამოძიებამ აღმოუჩინა ბრალდებულებს ჩხრეკის დროს. ამაზე უტყუარი ფაქტი რა უნდა გვქონდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მიხვდეს ვიღაცა, რომ საკუთარ დანაშაულზე არ შეიძლება ხელისუფლებისკენ გაიშვირო ხელი“ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მან ჟურნალისტებს ასევე შეახსენა პრეცედენტი, როგორ უღალატა ნაცმოძრაობამ ქვეყანას, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება. მისი თქმით, ფაქტი, რომელიც ხელის გულზე დევს ამბობს ერთს რომ ეს არის მოღალატეობრივი საქციელი რომლის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობა“.