გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: მთის გაძლიერება საქართველოს გაძლიერებას ნიშნავს

9-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა ენუქიძის და ონის მერობის კანდიდატის დავით ჩიკვაიძის წარდგენაზე, სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი კობახიძის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

,,ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება ჩემი მშობლიური კუთხის წარმომადგენლებს მოგმართოთ და ერთად ვისაუბროთ იმ საჭიროებებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს აქვს.

რაჭის მიმართ ჩვენი გუნდის დამოკიდებულება განსაკუთრებულია და კონკრეტული საქმითაც გამოხატული. რაჭაში უამრავი რამ კეთდება სხვადასხვა მიმართულებით - საუბარი გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქართული მთა, გაძლიერდეს რაჭა და ჩვენი საქართველო.
ძალიან კარგად გვესმის, რომ მთის გაძლიერება, რაჭის გაძლიერება ნიშნავს მთლიანად საქართველოს გაძლიერებას, ამიტომ ბუნებრივია, რაჭის მიმართ დამოკიდებულება უნდა გაძლიერდეს. მთის კანონმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმისათვის, რომ რეგიორნში დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. იმისათვის, რომ ეს რეგიონი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ძალისხმევა ყველა მიმართულებით გაგრძელდება.

იყო ძალიან დიდი წინსვლა, თუმცა კარგად გვესმის, რომ რეგიონის გასაძლერებლად და რაც მთავარია იმისათვის, რომ ადამიანები და განსაკუთრებით, ახალგზარდები რაჭას დაუბრუნდნენ, მეტია გასაკეთებელი. ახალგაზრდების დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ძვირფასი რეგიონი კიდევ უფრო წინ წაიწევს.

ჩვენ ამ არჩევნებში ძალიან ძლიერად ვართ წარმოდგენილი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი და ღირსეული სიის პირველი ნომერი - პრემიერი გიორგი გახარია, ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან ძლიერი პარტიული სიით, როგორც გამოცდილი ადამიანებით, ისე ახალი სახეებით, ძალიან ძლიერი კანდიდატებით.

გოჩა ენუქიძე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და თავისი რეგიონი. დავით ჩიკვაიძე ონის ღირსეული შვილია. ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი გამარჯვება დარწმუნებული ვართ, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას და განვითარებას.

მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს, წარმატება ვუსურვო რაჭას და რაჭველებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.