გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იოსებ ხახალეიშვილმა მზესუმზირის ქარხანა "მაკნატუნაში" დასაქმებულებს სამომავლო გეგმები გააცნო

9-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მზესუმზირის ქარხანა "მაკნატუნას" ესტუმრა და საწარმოს პერსონალს სამომავლო გეგმები და საარჩევნო სტრატეგია გაეცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში და მათ შორის ქუთაისში ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს, მის წამახალისებელ თუ ხელისშემშლელ რეგულაციებს, დღევანდელ პოლიტ-ეკონომიურ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს.

ქუთაისის მერობის კანდიდატმა ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომების შესახებ ისაუბრა.

"ყოველთვის მიხარია, როდესაც საქართველოში წარმატებულ საწარმოებს ვხედავ, მით უმეტეს თუკი მათი საძირკველი ქუთაისშია. "მაკნატუნა" ერთ-ერთი მათგანია, რომელიც განვითარებას დღემდე აგრძელებს. საწარმოში დასაქმებულ ჩვენ მოქალაქეებს სხვა საკითხებთან ერთად ვესაუბრე იმის შესახებაც, რომ ჩემი სტრატეგიაა თითოეული ქუთაისელის ჩართულობა ქალაქის მართვის პროცეში, ჩვენი გახსნილობა მათი რაციონალურ რჩვებისა და წინანადებების მიმართ. თითოეული და ერთად კარგი საქმისთვის უკვე გამარჯვებაა. ადგილობრივ ბიზნესს ჩემგან მხარდაჭერა ყოველთვის ექნება, რადგან ძლიერი ბიზნესი ძლიერ ეკონომიკას და მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.