გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენს გუნდში რაჭის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარულია

9-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე, სიტყვით გამოვიდა.

კობახიძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საარჩევნო კამპანიის გამო წელს არ მქონდა საშუალება, მომენახულებინა ჩემი მშობლიური რაჭა, მშობლიური ამბროლაური და ნიკორწმინდა. მიხარია, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაქვს საშუალება, მივესალმო ჩემს მშობლიურ კუთხეს და ჩემს ძვირფას რაჭველებს.

ჩვენს გუნდში რაჭის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარულია. გარდა იმისა, რომ ეს არის ემოციები, ეს ყველაფერი კონკრეტულ საქმეებშია გამოხატული.

ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება იმისთვის, რომ რაჭა უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს, დაწყებული იმით, რომ ინფრასტრუქტურა თანდათანობით უმჯობესდება, ვხედავთ, რომ დღითიდღე ლამაზდება ამბროლაური, ვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი. ეს არის თითოეული ჩვენგანის და თქვენგანის ძალისხმევის შედეგი და ეს პროცესი, უნდა გაგრძელდეს.
ძლიერი მთა და ძლიერი რაჭა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უფრო სწრაფ განვითარებას და გაძლიერებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება რაჭის განვითარებაზე ზრუნვა და ამის გარანტი არის ის გუნდი, რომელიც თქვენ წინაშეა წარმოდგენილი.

ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში წარვადგინეთ ძალიან ძლიერი გუნდი, რომლის სიის სათავეში დგას პრემიერი გიორგი გახარია. ჩვენ წარვადგინეთ განახლებული გუნდი, როგორც გამოცდილი, ისე ახალი წევრებით. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე აქტიურად ზრუნავდა მშობლიური რაჭისთვის და გააგრძელებს ზრუნვას ჩვენს ძვირფას რეგიონზე.
მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები. წარმატებებს ვუსურვებ რაჭას და მთლიანად საქართველოს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.