გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისს აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი სამედიცინო მომსახურების სფეროში

9-10-2020

ქუთაისს აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი სამედიცინო მომსახურების სფეროში, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის ბავშვთა მე-3 პოლიკლინიკის მედპერსონალთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, საუბარი შეეხო არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ამბულატორიული მკურნალობისა და მომსახურების მდგომარეობას ქალაქში, პოლიკლინიკების ზოგად, ინფრასტურუქტურულ და სამედიცინო-ტექნიკურ განვითრების აუცილებლობას.

"მინდა, რომ ამ ადამიანებს ყოველთვის, ყველა პერიოდში ჰქონდეთ საკუთარი შრომის შესაბამისი დაფასება. ქუთაისს აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი სამედიცინო მომსახურების სფეროში. ქალაქის მასშტაბით პოლიკლინიკებისა და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების პირობებისა და სამედიცინო ტექნიკის გაუმჯობესება უნდა გაგრძელდეს. ბევრი გაკეთდა, კეთდება, თუმცა არსებობს გამოწვევები რა თქმა უნდა, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო შეხვედრების ფარგლებში "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გუშინ ქუთაისის მე-3 პოლიკლინიკის მედპერსონალს შეხვდა.