გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

9-10-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ლენტეხში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.

კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, სახელმწიფო ზოგადად რეგიონებზე და კონკრეტულად, თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს. ამიტომაცაა, რომ თქვენს მუნიციპალიტეტშიც, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა.

მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან ჩვენ წინაშე კვლავ დიდი გამოწვევებია, რათა სახელმწიფო პროექტების სიკეთე და ეკონომიკური სარგებელი თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავზე იგრძნოს.

მტკიცედ მწამს, რომ ერთად დგომით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით, ყველაფერს შევძლებთ, ყველა გამოწვევას დავძლევთ და დასახულ მიზნებსაც აუცილებლად მივაღწევთ.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და არა თვითკმაყოფილების საფუძველი. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანი პოლიტიკური გუნდი, ჩვენ მიერ თქვენს მუნიციპალიტეტში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მაღალ ნდობას ხალხისა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული, ეფექტიანი ნაბიჯებით ვუპასუხოთ.

საუბრის დასაწყისში ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს. შეიძლება ავიღოთ განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სახელმწიფოსთან არსებული შესაბამისი პროგრამები, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამებით, მაგრამ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ არ ვართ მიცემული თვითკმაყოფილებას, გვესმის ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოსაგვარებელია.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ წინ გველოდება ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით, თანადგომით, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში ხდებოდა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი წარმოდგენილი კანდიდატის გამარჯვება ან თუნდაც, ჩვენი პარტიის გამარჯვება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ, რომ დღეს, ყველაზე მეტად, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა სწორედ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა იმისა, რომ ყველა გამოწვევას და პრობლემას, რომელიც ქვეყანაშია, ღირსეულად უპასუხოს.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა ჯკალაძემ.