გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა კალაძე: ყველამ კარგად ვიცით, რომ რჩება პრობლემები, გამოწვევები, რომელსაც ძალიან ბევრი შრომა და ყოველდღიური მუშაობა სჭირდება

10-10-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ცაგერში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდე.

კალაძის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

"არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ერთიანობაში, ხალხის ერთად დგომასა და საკუთარ სამშობლოზე ერთად ზრუნვაშია, თუმცა, საქართველოს უნიკალური ისტორია, კულტურა, ხელოვნება სწორედ იმ მრავალფეროვნებაზეა დაფუძნებული, რომელიც ამ პატარა ქვეყანაში დიდმა ხალხმა შექმნა.

შეუძლებელია სიამაყით არ აივსო, როდესაც ამ ულამაზეს მხარეში ასეთ დინჯ, მშრომელ, დაუღალავ, მომავალი წარმატებების იმედით აღსავსე ხალხს ესაუბრები და აცნობიერებ, რომ ეს უნიკალური მხარე პირველივე ნახვისას გარწმუნებს, რომ ყოველი შემდეგი სტუმრობა კიდევ უფრო დიდი სიყვარულით აგავსებს აქაურობის მიმართ.

ეს ქალაქი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო ისტორიული ლეჩხუმის უმთავრესი ცენტრი, შუა საუკუნეებში კი ის იქცა ლეჩხუმის პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცენტრად, საიდანაც უამრავი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღებოდა. რა თქმა უნდა, საამაყოა უდიდესი წარსული, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ცაგერში და სრულიად საქართველოში სრული უძრაობა, ადამიანების ჩაგვრა, პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო გამეფებული, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა, თუმცა, 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი მოვიდა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ.

დღეს ყველა ნათლად ხედავს, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ - გაიზარდა ეკონომიკა, მოწესრიგდა ჯანდაცვის სისტემა, დღეს აღარავის უწევს უსახსრობის გამო მკურნალობაზე უარის თქმა. ჩვენ გვახსოვს, ამ მიმართულებით რამდენად მძიმე და რთული ვითარება იყო. 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მე თქვენთან ერთად დავდიოდი და ვხვდებოდი ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონებში, სადაც ყველა საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად მძიმე იყო მდგომარეობა ჯანდაცვის მიმართულებით. ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა სიღარიბის დონე, თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები ამ მიმართულებით და ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, რომელსაც უფრო დეტალურად მომდევნო დღეების განმავლობაში წარვუდგენთ საზოგადოებას, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება გახლავთ.

კონკრეტულად ცაგერში განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, დაიგო გზები, სახელმწიფომ განახორციელა ეკონომიკური თუ სოციალური პროგრამები, რაშიც აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა. სწორედ განვითარებული ინფრასტრუქტურა, კერძო ინიციატივების, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება იძლევა საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ადგილობრივ მოსახლეობას გაუჩნდეს მეტი შემოსავალი და კეთილდღეობის ხარისხი გაიზარდოს, რისთვისაც ყველა ერთად ვისწრაფვით და ვმუშაობთ ყოველდღიურად.

ყველამ კარგად ვიცით, რომ რჩება პრობლემები, გამოწვევები, რომელსაც ძალიან ბევრი შრომა, ყოველდღიური მუშაობა სჭირდება და ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, იმიტომ რომ ერთიანობის გარეშე შეუძლებელია, ვიფიქროთ წარმატებებზე და მომავალზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტს აწუხებს.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"- განაცხადა კალაძემ.