გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იოსებ ხახალეიშვილი იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

10-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დევნილებთან შეხვედრას განაგრძობს.

მერობის კანდიდატი დღეს ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის "აისის" შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულებს შეხვდა. შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე ესწრებოდნენ.

"თქვენ ძალიან რთული და გრძელი გზა გაიარეთ, მოულოდნელად მოგწყვიტეს თქვენ ფესვებს და აღმოჩნდით სხვა გარემოში, ურთულეს წლებში, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი წესრიგდება, გაქვთ ბინები, რომელიც თქვენს საკუთრებაშია და სახელმწიფო განაგრძობს თქვენს გვერდით დგომას. ის ინფრასტურქტურული პრობლემები, რაც გაქვთ, იქნება ეს ეზოს სანიაღვრეები თუ სკვერები, აუცილებლად გაკეთდება, ვინაიდან ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩემი და ჩემი გუნდის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტია და თქვენ ამ გეგმებში აუცილებლად მოწინავე ადგილი გიჭირავთ", - მიმართა ადგილობრივებს იოსებ ხახალეიშვილმა.