გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმელ ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ

10-10-2020

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, ფარნავაზ მეფისა და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდნენ.

როგორც, ტიტე აროშიძემ აღნიშნა, აღნიშნულ ტერიტორიებზე, ინფრასტრუქტურა სრულად არის მოწესრიგებული, თუმცა არის რიგი სოციალური პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

„კარგად მესმის, რომ დღესდღეობით იდეალური სოციალური ფონი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა სირთულეები იქნას დაძლეული. მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები და ორმხრივი კომუნიკაცია მაძლევს საშუალებას, ერთად დავსახოთ გამოწვევების გადაჭრის გზები და თითოეული ამომრჩევლის გულისტკივილი მივიტანო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანომდე“- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, მოსახლეობას სამოქმედო გეგმა და სამომავლო გეგმები გააცნეს.