8-03-2018
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში დასაქმებულ ქალებს ტკბილეულით და ყვავილებით მიულოცეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მერიიდან აცნობეს.
„დღევანდელი დღე ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაულია. საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში ქალის როლი ჩვენთან ყოველთვის დაფასებული იყო. თითოეულ თქვენგანს და ყველა ქალბატონს ვუსურვებ ბედნიერებას და დიდ წარმატებას“, - აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.
მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის მიერ ორგანიზებული სარვამარტო ღონისძიება ტრადიციულ სახეს ატარებს და ყოველ წელს სხვადასხვა პროფესიის ქალბატონების წახალისებას ემსახურება.