გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კალაძე მესტიაში: ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მესტიაში განხორციელებული პროექტების მოცულობა

11-10-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.

კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა მივესალმო სრულიად საქართველოს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილიდან, ულამაზესი მესტიიდან, ადგილიდან, სადაც შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ცა-მიწას ერწყმის, სადაც პრაქტიკულად წაშლილია ზღვარი რეალურსა და ზღაპრულს შორის.

სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების მატარებელი, პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად მსახურებს სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს.

ამ საოცარი მთებით, სვანური კოშკებითა და უძველესი სალოცავებით გარშემორტყმული ხალხისთვის ბუნებრივია, ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თქვენც სათუთად უფრთხილდებით და იცავთ წინაპრების დანატოვარს, ისევე, როგორც უძველეს სვანურ ენას, რომელიც მთელი საქართველოსთვის ნამდვილად საამაყოა. ასეთ პირობებში გაზრდილ ადამიანს, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული დაჰყვება, თუმცა, მთელმა საქართველომ იცის, რომ ყველაფერთან ერთად, სიმართლის მთქმელი, პირდაპირი, სვანები სიტყვის კაცები არიან და სხვისგანაც საკუთარი სიტყვის ერთგულებას და მის პატიოსან შესრულებას მოითხოვენ.

ამიტომაც, ახლა, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ. თითოეული თქვენგანი საკუთარი თვალით ხედავს, მესტიის მუნიციპალიტეტში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და მიღწეული პროგრესიც სახეზეა.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების როგორც მოცულობა, ასევე რაოდენობა, შედეგად კი, არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც თქვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ უსაყვარლეს დასვენების ადგილად, დაუსრულებელი თავგადასავლების მხარედ იქცა.

რა თქმა უნდა, არც ის გვავიწყდება, რომ არსებობს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად დგომით, ერთიანი ძალიხსმევით შესაძლებელია ყველა პრობლემას, რაც შეიძლება სწრაფად და ღირსეულად ვუპასუხოთ.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"- განაცხად კალაძემ.