გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

არჩილ თალაკვაძე: გოჩა ენუქიძე საზოგადოებასთან პირნათელია და ოპტიმისტური განწყობით და გეგმებით მოდის

11-10-2020

„გოჩა ენუქიძე საოცრად კეთილსინდისიერი ადამიანია, თავის სამშობლოზე შეყვარებული კაცი, რომელიც საზოგადოებასთან პირნათელია და ამ არჩევნებშიც ოპტიმისტური განწყობით და გეგმებით მოდის“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მესტიაში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე მხარს უჭერს გოჩა ენუქიძეს, რომელთან ერთადაც, მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში იმუშავა.

„მინდა, მხარი დავუჭირო მაჟორიტარობის კანდიდატს, ბატონ გოჩა ენუქიძეს ვისთან ერთადაც უკვე ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. ის არის საოცრად კეთილსინდისიერი ადამიანი, თავის სამშობლოზე შეყვარებული კაცი, რომელიც უბრალო ადამიანებთან, თავის საზოგადოებასთან პირნათელია და ამ არჩევნებშიც ოპტიმისტური განწყობით და გეგმებით მოდის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.