20-11-2017
ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ციხის შენობა საუკუნეებს ითვლის. შენობა მეცხრამეტე საუკუნიდან არსებობს ცნობილია,რომ ამ შენობას თავდაპირველად სხვა ფუნქცია ჰონდა, თუმცა რა იყო მანამდე განთავსებული კონკრეტულად ვერავინ იხსენებს.
ციხემ შენობაში ფუნქციონირება დაახლოებით მე-20 სუკუნის დასაწყისიდან დაიწყო და მსჯავრდებულები აქ სასჯელს 2005 წლამდე იხდიდნენ.
ძველი ციხის შენობიდან ოკუპაციის მუზეუმში ნივთების გარკვეული ნაწილი მოხვდა, მათ შორისაა იმ საკნის კარები, სადაც სასჯელს სტალინი იხდიდა.
ქუთაისის ციხის #7 საკანი - აქ სასჯელს სტალინი იხდიდა. საკნის კარები ოკუპაციის მუზეუმშია
ძველი ციხის შენობა დროის გასვლასთან ერთად ინგრევა. ზაზა მალანიას ქუჩის მხარეზე გალავანმა დაშლა დაიწყო. გალავნის კედელი დაბზარულია. ადგილობრივები შიშობენ,რომ კედელი მათ საფრთხეს შეუქმნის. ამასათანავე ამბობენ,რომ ციხის შენობაში მღრღნელები გაჩნდა.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ამ ადგილზე ტურისტული ზონის მოწყობა შესაძლებელია.
ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა ყოფილი ციხის შენობაში პირველად 2009 წელს მოხვდა. ქუთაისში მაშინ ფოტოგრაფთა პლენერი ჩატარდა.
ციხის შიდა ინტერიერის გადაღების პროცესი მისთვის საინტერესო აღმოჩდა და დასამახსოვრებელი.
ფოტოგრაფი მიიჩნევს, რომ ამ ადგილის ტურისტულ ზონად ქცევა თავისუფლად შეიძლება.
წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"