გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საკითხზე: ეს არის სამართლებრივი პროცესი - არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დააზიანოს

11-10-2020

ეს არის სამართლებრივი პროცესი. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ორგანოს - საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, მე სამართლებრივ და საგამოძიებო დეტალებში არ შევალ და წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გარეჯის საკითხი პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას.

„ ეს არის საკითხი, რომელიც პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას და სწორედ ამიტომ, გასაკვირია, როდესაც, ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების ორკესტირირებულ რეაქციებს ვხედავთ, რაც, თავისთავად, კითხვებს აჩენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დამთავრდება გონივრულ ვადებში, საფუძვლიანად, ამომწურავად და კითხვებს პასუხიც გაეცემა. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები როგორმე დააზიანოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.