გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლაგოდეხში, თელას სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11-10-2020

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, თელას სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა: სათავე ნაგებობა, დამცლელი კვანძი, ჭა ჰიდრანტით, გამშვები ნაგებობა შემტბორავით, დიუკერი, ფოლადის მილსადენი სიგრძით - 2,1 კმ., გაიწმინდება მიწის არხის 3,2 კილომეტრიანი მონაკვეთი.


უწყების ცნობით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რეგულარულად, 195 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეუნეო მიწის ფართობი მოირწყვება.


აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ თელას მოსახლეობა ისარგებლებს.


პროექტის ღირებულება შეადგენს 852 000 ლარს.


საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი, დავით წითლიძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, დამატებით, 3 200 ჰექტარი სავარგული მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდების რეჟიმი 9 300 ჰექტარზე გაუმჯობესდება.