გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთის ცენტრალური უბნების ნაწილში წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები მოეწყობა

11-10-2020

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს.


უწყების ინფორმაციით, ამჯერად, ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალური უბნების ნაწილის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.


ტენდერში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 22 ოქტომბრიდან - 27 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ, სამუშაოები 7 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.


ოზურგეთში წყალმომარაგების მოძველებული სისტემის გამო, ხშირია დაზიანებები და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. რეაბილიტაციას საჭიროებს წყალარინების სისტემაც.


სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები ახლით შეიცვლება; მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება; გარდა ამისა, წყალარინების სატუმბი სადგური მოეწყობა.


პროექტის დასრულების შედეგად, დაახლოებით, 120 ადამიანი წყლისა და წყალარინების განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.


სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.