გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დღეს კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12-10-2020

ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 12272 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, 6538 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. აქტიური შემთხვევაა 5734, რომლიდანაც 50 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.
კოვიდინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: აჭარაში - 196 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 178, იმერეთში - 65 , სამეგრელო - ზემო სვანეთში - 13, მცხეთა - მთიანეთში - 4, გურიში - 1, შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლში - 15“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე განცხადებით, გარდაცლილი 6 ადამიანიდან 2 თბილისის მაცხოვრებელია.

„გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან: 3 აჭარაშია, 2 - თბილისში და 1 - საჩხერეში“, -აღნიშნა მარინა ენდელაძემ.