12-10-2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის საჯარო სკოლების პედაგოგებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ცენტრის თანამშრომლებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განათლების სისტემის პრიორიტეტებზე, საგანმანათლებლო, კულტურულ დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ახალი სკოლების, ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციასა და პედაგოგების მხარდაჭერაზე ისაუბრეს. ასევე, შეაფასეს პანდემიის პირობებში განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
„ განათლების სისტემის განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ამ მიმართულებით მუშაობას გუნდთან ერთად კვლავაც გავაგრძელებ და ყველა საკითხის გადაჭრაში აქტიურად ვიქნები ჩართული. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, მადლობას გიხდით იმ ღვაწლისთვის, რასაც თქვენ მომავალი თაობების მიმართ იჩენთ. მჯერა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ უკეთესი საქართველოსთვის!“, - მიმართა ვასილ ჩიგოგიძემ დამსწრე საზოგადოებას.
შეხვედრას გურიის სახელმწიფო რწმუნებული და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.