12-10-2020
„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, დღეს, პურის მწარმოებელ კომპანია შპს ,,დიამო''-ში იმყოფებოდნენ, სადაც კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, პურის საწარმო დაათვალიერეს და იქ დასაქმებულ პერსონალს შეხვდნენ.
"ნაღდი პურის" საწარმო აჭარაში 1995 წლიდან ოპერირებს, რომელიც ყოველდღიურად, 20-მდე სახეობის, 5 ტონა პურფუნთუშეულს აწარმოებს. პურფუნთუშეული სადისტრიბუციო ხაზით აჭარის მასშტაბით მარაგდება. საწარმოში 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული,
„სასიხარულოა, რომ დღეს არსებული პანდემიური ვითარების მიუხედავად, მწარმოებელ კომპანიას რეალიზაციის კუთხით პრობლემები არ შექმნია და პროდუქციის მიწოდებას უწყვეტად ახორციელებს. ჩვენი გუნდი კი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწაროების ზრდას, სხვადასხვა საწარმოო მიმართულებების საქმიანობას, სამეწარმეო სექტორის განვითარებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, აამაღლებს ჩვენს რეგიონში სამუშაო ადგილებისა და დასაქმებულთა რაოდენობას“-განაცხადა რესან კონცელიძემ.