გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გივი მიქანაძე:ცესკო-ს გვერდზე 89 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან

13-10-2020

ოპოზიციური ძალების მხრიდან იყო დაანონსებული და არაერთი პრესკონფერენცია და ინტერვიუ მიუძღვნეს იმას, რომ ხელისუფლება, თითქოსდა, სარგებლობს მსოფლიოში არსებული პანდემიით და მაქსიმალურად შეზღუდავს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას საქართველოში“, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ ტვ “რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისივე თქმით, ცესკო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე, ამ წუთის მდგომარეობით, 20 საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირებულია.
„პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორ ქვეყნებში გაგზავნეს მოსაწვევები და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი მოვიზიდოთ, რომ გაშუქება და დაკვირვება მოხდეს; ის დემოკრატიული პროცესი, რომელსაც ადგილი ექნება 31 ოქტომბერს, ყველასთვის აღქმადი იყოს და ლეგიტიმურობა საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფილი იყოს. აქვე მინდა მივესალმო იმას, რომ IRI და NDI, რომლებიც თავდაპირველი ინფორმაციით თითქოს ვერ ახერხებდნენ დამკვრვებლების გამოგზავნას, მათი გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიები უკვე საქართველოში არიან და უკვე მოქმედებენ ისევე, როგორც ეუთო/ოდირის მისია. მოკლევადიან დამკვირვებლებს, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის ველოდებით ისევე , როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტი ასამბლეის , ევროპარლამენტის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და სახვადასხვა ქვეყნების დელეგაციებს. განსაკუთრებული აქტიურობაა დაფიქსირებული ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებაში. ცესკო-ს გვერდზე, ამ წუთისთვის, გვაქვს ინფორმაცია, რომ 89 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.