გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საგარეო ვაჭრობის მოცულობამ იანვარ-სექტემბერში 14,9 პროცენტით იკლო

13-10-2020

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.