გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში ახალგაზრდებს შეხვდნენ

13-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ბათუმელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. საუბარი შეეხო, ახალგაზრდების დასაქმებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ბათუმში მოქმედ ახალგაზრდულ რეგიონულ ცენტრსა და განათლების ქალაქის მშებლობაზე.
შეხვედრას, ასევე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.