გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ დედა-შვილს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

14-10-2020

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის 8 ეპიზოდის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს - მ.კ-ს და ი.ზ-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ.კ. და ი.ზ. 2016-2018 წლებში, ქ.თბილისში, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თითქოსდა დევნილთა სამინისტროდან ბინების მიღების სანაცვლოდ, მოტყუებით დაეუფლნენ 8 დაზარალებულის, ჯამში 85 213 ლარს.

მ.კ.-ს და ი.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვა მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ზიანი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.