გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთში, ჭადრაკის სახლის შენობაში ციფრული მოქალაქის ოფისი გაიხსნა

14-10-2020

ლანჩხუთში, ჭადრაკის სახლის შენობაში ციფრული მოქალაქის ოფისი გაიხსნა.
ციფრული მოქალაქის პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე“ შეიქმნა. პლატფორმა ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით მოიძიოს მისი ცოდნის შესაბამისი სამუშაო პოზიცია, გააკეთოს ონლაინ განაცხადი ვაკანტურ სამუშაოებზე და დასაქმდეს. პროექტის ფარგლებში შეირჩევა ახალგაზრდები, რომლებსაც სურვილი ექნებათ მიიღონ ონლაინ სწავლება შემდეგ პროგრამებზე:
კომპიუტერული პროგრამირება;
სოციალური მედია;
ვიდეო ;
მარკეტინგი;
მობილური აპლიკაციების შექმნა და დიზაინი;
ვებ გვერდების შექმნა.

პროექტის მიზანია რეგიონში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. დისტანციური დასაქმების შესაძლებლობას მისცემთ.

ლანჩხუთში ციფრული მოქალაქის ოფისის გახსნით ადგილობრივ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გადამზადნენ, გაიარონ ტრენინგები და შეიძინონ საჭირო უნარჩვევები რათა შემდგომ ჩაერთონ ონლაინ დასაქმების ქსელში და შეძლონ დისტანციურად მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით.

პროექტი ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ოფისის გახსნას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.