გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გოჩა ენუქიძე ჭუბერის თემში მოსახლეობას შეხვდა

15-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ჭუბერის თემში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრისას მხარის განვითარების გეგმებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, ჭვიბერის ხეობას განსაკუთრებული პოტენციალი აქვს სასოფლო-სამეურნეო და საფეხმავლო ტურიზმის განვითარებისთვის.
,,სწორად უნდა გამოიყენებოდეს ის ენერგეტიკული პოტენციალი და სასარგებლო წიაღისეული, რომელიც ზემო სვანეთის განვითარებას შეუქცევად პროცესად აქცევს.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ჭუბერის თემში:
- რეაბილიტირდა ჭუბერი-საკენის 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზა;
- მიმდინარეობს ჭუბერის საჯარო სკოლის მშენებლობა;
- მიმდინარეობს ჭუბერის საბავშვო ბაღის მშენებლობა;
- დაგეგმილია ყარსგურიშის საჯარო სკოლის მშენებლობა;
- დაიხარჯა1 მილიონ ლარზე მეტი სტიქისგან დამცავ და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე;
- დაგეგმილია სოფელ დევრასთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა;
- დაგეგმილია ზედა მარღთან დამაკავშირებელო ხიდის მშენებლობა;
- დაგეგმილია ჭუბერის წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციაც'', - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.