15-10-2020
თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს პირადად ეცნობა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ გორში, პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა და ქვედანაყოფში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
2020 წელს მიმდინარე ინფასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შტაბის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები მთლიანად დასრულდა და ამჟამად ფასადის სამღებრო სამუშაოები, ასევე კიბის მოაჯირების მოწყობა ხორციელდება.
სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები პირველ ბრიგადაში უახლოეს პერიოდში დასრულდება. ყაზარმები ახალი საპირფარეშოებით, საშხაპეებით, პირსაბანებით, სამრეცხაოებით, კონდენცირება-ვენტილაციის სისტემებით სრულად აღიჭურვება; შიდა და გარე სარემონტო სამუშაოების პარალელურად, ტერიტორიის კეთილმწოყობის, განათებისა და და გამწვანების სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს.
განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი.