გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდმა ძალიან ბევრი მექანიზმი შევქმენით იმისთვის, რომ სასამართლოს სისტემა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე

15-10-2020

საერთო სასამართლოს სისტემაში, კონკრეტულ თანამდებობებზე კონკრეტული პირების შერჩევა და არჩევა არის სასამართლოს შიგნით მიმდინარე პროცესი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და ამიტომ მე ამ საკითხებში პოლიტიკის შეტანას არ დავიწყებ და, შესაბამისად, მარტივი მიზეზის გამო, პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებ. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს სისტემის ასეთ საკითხებზე, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული შეფასება სხვა არაფერია, თუ არა, ამ საკითხების პოლიტიკაში გადატანა, რაც არ არის ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდმა შექმნა ბევრი მექანიზმი იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემა იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და საზოგადოებამ მასზე განახორციელოს მონიტორინგი. მისივე თქმით, ეს ცვლილებები შეეხო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შესაბამისად, დღეს, იქ მიმდინარე პროცესები უკავშირდება სასამართლოს და არა პოლიტიკას.

„ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდმა შევქმენით ძალიან ბევრი მექანიზმი იმისთვის, რომ სასამართლოს სისტემა იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მასზე საზოგადოებამ განახორციელოს მონიტორინგი. ამის ნათელი მაგალითია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და არჩევის წესი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან, როგორც სასამართლოს სისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი, ამ ფარგლებში, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეეხო ცვლილებები, გახდა უფრო მეტად გამჭვირვალე და კიდევ უფრო ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ეს არის საკითხები, რომელიც უკავშირდება სასამართლოს და არა პოლიტიკას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.