გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ გვესმის მშვიდობის ფასი

16-10-2020

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებით აღნიშნა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წვლილი რუკების მოძიების პროცესში.
„ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ მოახერხა უნიკალური რამ - შექმნა პრეცედენტი, რაც ქართველებს ბოლო 30 წელია არ გვინახავს და ამას არ უფიქრდება არავინ, საუბედუროდ, იმიტომ, რომ არ გვესმის მშვიდობის ფასი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 8-წლიანი უიშვიათესი პერიოდი გვაქვს, რაც ქვეყანაში ომი არ ყოფილა. მინისტრის განცხადებით, მტრული ძალა მუდმივად ცდილობს ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და ქაოსი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს არის „რუსული დაკვეთა“.
„ეს არის პატრიოტული, ეროვნული საქმე, რომელიც ბატონი ბიძინას ჩართულობით, მისი უშუალო დავალებით და ხელმძღვანელობით განხორციელდა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ საქმეს ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული დიალოგით, ცივილიზებულ ფორმებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ერთად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საუბრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც რუკების მოძიების პროცეში აქტიურად მონაწილეობდა.