გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია ვოლსკი: კუბილიუსი ნაცმოძრაობის მხარდამჭერია და მისი პოზიცია გასაკვირი არაა

16-10-2020

„ანდრიუს კუბილიუსი „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთივე მხარდამჭერი და შეიძლება ითქვას ერთი გაერთიანებული პოლიტიკური გუნდის წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა გინდ „ევროპული საქართველოდან“, გინდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მისი პოზიცია არ არის გასაკვირი“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება, მისი ირონია და დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელია.

„მისი ირონია და მისი დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით არის გამაღიზიანებელი და ვფიქრობ, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​