გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ვოლსკი დავით გარეჯის საკითხზე: ფაქტია, რომ დოკუმენტები, რომლებიც მოლაპარაკებისას სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში გამოიყენეს, იმ ისტორიული რეალობის ადეკვატური არ იყო

16-10-2020

„ფაქტია, რომ ადვოკატებიც, სამწუხაროდ, ჩართულები არიან პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავისი ჰონორარი გაამართლონ. ფაქტია ისიც, რომ დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, არ იყო ადეკვატური იმ ისტორიული რეალობისა, რასაც ქვია დავით გარეჯის საქართველოს შემადგენლობაში არსებობა“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატების განცხადებებს.

„საერთოდ არანაირი დოკუმენტი რომ არ ყოფილიყო, არ უნდა დაეთმო ხელისუფლებას პოზიცია და უნდა ეძებნა ის, რის მოძებნაც მოხერხდა ბოლო პერიოდში, ამაზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა, სავსებით გამჭვირვალედ, სრული ინფორმაცია წარმოადგინა, მაგრამ არავინ რომ არ ილაპარაკოს ამ თემაზე, საოცარია იმისთვის ბრძოლა, რომ ეს ტერიტორია, გინდა თუ არა, აზერბაიჯანს ეკუთვნის და სამწუხაროდ, ადვოკატებიც ჩართული არიან ამ ბრძოლაში იმ მხარის პოზიციებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოსი არ არის დავით გარეჯი“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.​