გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფლების ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა

16-10-2020

ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით გადაადგილება ამ დრომდე სამარშრუტო ტაქსებით იყო შესაძლებელი, ადგილების სიმცირის გამო კი აღნიშნული ხაზები მხოლოდ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ემსახურებოდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ვერ ახერხებდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციით, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სამარშრუტო ტაქსები ავტობუსებით ჩაანაცვლა და დღეს, ტალავერის, ფარიზისა და მიმდებარე სოფლების მიმართულებით გადაადგილება პედაგოგების გარდა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

უწყების ცნობით, ავტობუსები ბოლნისის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ საჩუქრად გადასცა. მათ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდათ და მხოლოდ ტექდათვალიერების გავლის შემდეგ დაემატა ტალავერისა და ფარიზის მიმართულების სამარშრუტო ხაზებს.
თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტს საჩუქრად 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადასცა და 3 ავტობუსი, უკვე არსებულ სამარშრუტო ხაზებს, საჭიროების მიხედვით, ეტაპობრივად დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მერიამ, მოქალაქეების კომფორტული გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. 28 სექტემბრიდან, რატევანი-რაჭისუბნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ნაცვლად 08:00 საათისა მუშაობას 07:45 საათზე იწყებენ და 20:30 საათზე ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მოთხოვნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ექვსი დღე, შაბათის გარდა, ე.წ. ,,რკინიგზის დასახლების" მიმართულებითაც იმოძრავებს. რატევანის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი კი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გაიზარდა და ავტობუსების ბოლო გაჩერება N3 ქუჩაზე განთავსდა.