გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუსაოები გრძელდება

16-10-2020

კასპის მუნიციპალიტეტში დაიწყო სოფლების ყარაფილა - სარიბარი - ზადიანთკარის, თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზების სრული რეაბილიტაციის I ეტაპი.

პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება 4200 გრძივ მეტრზე. მოეწყობა რ/კ ბეტონის კიუვეტები, ლითონის ცხაურები, ეზოში შეასვლელები და საგზაო ნიშნები. გზის ორივე ეტაპის სამუშაოები ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.

მასზე 2 550 000 ლარი დაიხარჯება, რომლის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს.

პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან აღნიშნული სოფლები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია, ხოლო ზადიანთკარი მაღალმთიანიც. სამუშაოების დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 1000-ზე მეტი ბენეფიციარი, ასევე უცხოელი დამკვირვებლებიც.