გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ განცხადებაზე: ახლა ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე დააწესეს კონტროლი, ეს ჩრდილის მიყენების და დისკრედიტაციის უნიათო მცდელობაა

16-10-2020

„ახლა ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე დააწესეს კონტროლი, თუ რამდენად სწრაფად ასრულებს ის თავის დაპირებებს დენდროპარკის აშენებასთან, ცენტრალური პარკის აშენებასთან, თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს დარჩება და მისი შვილიშვილების შვილიშვილები ვერ ამოიღებენ აქედან რაიმე ფინანსურ სარგებელს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ყველა ეს პროექტი არის ჩვენი ქვეყნისათვის და დარჩება მომავალ თაობებს.

„ირონიას საზღვარი არ აქვს და ენას ძვალიო. კიდევ კარგი მეტი რესურსი არ აქვთ ხელში და მხოლოდ ამ სისულელეების ლაპარაკი შეუძლიათ. რატომ არ ასრულებს, რატომ არ აკეთებს, რა მოთხოვნები აქვს „ევროპულ საქართველოს“ ამასთან დაკავშირებით არათუ გაუგებარია, სწორედაც, რომ ძალიან გასაგებია - ჩრდილის მიყენების და დისკრედიტაციის ფაცი-ფუცი და უნიათო მცდელობა. ასე შეიძლება დავახასიათოთ მათი განცხადება“ - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​