გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თბილისში ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა

17-10-2020

თბილისში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში არსებულ კალათბურთის მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითდა აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ოთხი დღის განმავლობაში, 13-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირის გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სპორტული ინვენტარით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.

ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში კალათბურთის პოპულარიზაცია, აფხაზეთის მოზარდი თაობის ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.