გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გომელაურმა ვეტერანებს ”ვეტერანის დღე” მიულოცა

17-10-2020

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვეტერანებს "ვეტერანის დღე" მიულოცა და მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძვირფასო ვეტერანებო, ჩემო მეგობრებო! გილოცავთ "ვეტერანის დღეს"! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა დროს იბრძოდით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, სიძლიერისა და მშვიდობისთვის. მინდა, მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ! სამარადისო ხსოვნა დაღუპულ გმირებს! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში.

საქართველოში "ვეტერანის დღე" 2014 წლიდან აღინიშნება.