17-10-2020
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 18 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას.
ჩატარებული სამუშაოები შედეგად სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 287 777 მლნ ლარია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.