გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

17-10-2020

17 ოქტომბერს, საქართველოში, ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, უწყების წარმომადგენლებთან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან, ანზორ მარგიანთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

კობა კობალაძემ, დღევანდელი დღე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს მასმედიის საშუალებებით მიულოცა: " დღეს საქართველოს ვეტერანთა დღეა. ეს არის ხალხი, რომლებიც არიან დამნაშავეები იმაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრობთ თითოეული თქვენგანი და ჩვენ. რომ გვაქვს სამშობლოს შეგრძნება, მისთვის თავგანწირვის და თავდადების.

მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ჩემს დებს, ჩემს ძმებს, ჩემს მეგობრებს. ჩვენს წინაშე ბევრი გამოწვევაა. უდიდესი ამოცანა დგას ჩვენს წინაშე. თითოეული ჩვენგანი ერთად ყოფნით მოვახერხებთ, ჯერ ამ პრობლემების გადალახვას და შემდეგ, იმ სანუკვარი აზრის და იდეის აღსრულებას, რასაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია."

ვეტერანებს დღევანდელი დღე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ და მთავრობის სხვა წევრებმა ფეისბუქის საშუალებით მიულოცეს.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.