გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალექსანდრე მოწერელია: უახლოეს 4 წელიწადში, სრულად იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა

17-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ბოლო წლებში წალენჯიხაში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გარეგანათება, აშენდა სკოლები, ბაღები, თუმცა გამოწვევა რჩება და ჩვენ ამისთვის გვჭირდება სტაბილური ქვეყანა, რომ ყველა ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდის ინვესტირება მოხდება და ჩვენი საბაზისო ინფრასტრუქტურა იქნება სისტემურად მოწესრიგებული. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები. უახლოეს 4 წელიწადში, სრულად იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული პრიორიტეტი დაეთმობა სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენს ახალგაზრდებს. რეგიონში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდული მულტიფუნქციური სახლების არსებობა, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მიიღონ ყველა ის შესაძლებლობა, რომელი შესაძლებლობების გამოც ხშირად მათ უწევთ თავიანთი ადგილის, მშობლიური კუთხის მიტოვება და მიაშურებენ დიდ ქალაქებს.

ამდენად, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ახალგაზრდული სახლების შექმნას და მჯერა, რომ ეს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ჩვენს რეგიონში ყველა იმ ცოდნისა თუ უნარის ადგილზე მიღებას, რაც ჩვენს ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას დაიმკიდრონ თავიანთი ადგილი დღევანდელ მსოფლიოში.

ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობა. დღეს ვიმყოფებით ღვაწლმოსილი მეცნიერის სახლ-მუზეუმში - ეს არის ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმი. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დიდი მამულისშვილის ღირსეულ საქმეს გავაგრძელებთ, გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას. ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2018-2020 წლებში სამეგრელოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი დარგში, როგორიც არის - მეთხილეობა, მივაღწიეთ დიდ წარმატებას.

ეს წარმატება პირველ რიგში მოიტანა სწორედ ხელისუფლებისა და ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მეთხილეების ჩართულობამ. ჩვენ ერთად დავდიოდით კარდაკარ, ერთად შევძელით გაგვეერთიანებინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ გადავეცით სახელმწიფოს მეშვეობით ცოდნა, ტექნიკური საშუალებები და მივიღეთ გარანტირებული მოსავალი და წელს ჩვენ გვაქვს უხვი მოსავალი და ჩვენი მოსახლეობა დღეს კმაყოფილია იმ შედეგებით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ.

თხილი არის დარგი, რომლითაც ჩვენი რეგიონი გავიდა ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე და თხილი იქნება გზამკვლევი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაიყვანს სოფლის მეურნეობის ისეთი მნიშვნელოვან დარგებს, როგორიც არის წალენჯიხისთვის მეჩაიეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და სხვა. ამ დარგებსაც აუცილებლად მომავალში ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ბოლოს ტურიზმი, უმნიშვნელოვანესი ჩვენი ულამაზესი რეგიონისთვის, ჩვენი წალენჯიხისთვის.

გვახსოვს, ერთი წლის წინ ულამაზეს ინწრას ხეობაში, როდესაც ჩვენ ერთად მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივებთან, მუნიციპალიტეტთან ერთად საკუთარი ძალებით შევძელით მოვაწესრიგეთ უსაფრთხოების ჯებირები, მისასვლელი ბილიკები და შედეგმაც არ დააყოვნა. სწორედ ამისათვის ჩვენ გვჭირდება ღირსეული ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმისათვის რომ კიდევ უფრო დაიტვირთოს ჩვენი რეგიონი, ჩვენი მუნიციპალიტეტი ტურიზმით.

ჩვენ, ამავე წელს გავხდით პერიფერიული საზღვაო რეგიონების წევრი, რაც არის პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენმა რეგიონმა დაამყაროს კავშირები სხვა წამყვანი სახელმწიფოების რეგიონთან და ჩვენ შევძლოთ მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი ევროპული ინვესტიცია ჩვენს რეგიონში და ჩვენს მუნიციპალიტეტში.

ერთად დგომით, ერთად შრომით, როგორც ჩვენ ვიშრომეთ ინწრას ხეობის მოსაწესრიგებლად, მივაღწევთ წალენჯიხისა და საქართველოს წარმატებას"-განაცხადა კანდიდატმა.