გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ვეტერანებს შეხვდნენ

18-10-2020

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ტიტე აროშიძესთან ერთად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებთან შეხვედრა გამართა და 17 ოქტომბერი-ვეტერანთა დღე მიულოცა. მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მადლიერება გამოხატეს დამსახურებული ვეტერანების მიმართ ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თავდადებული შრომისთვის და მადლობა გადაუხადეს მათ.

„ვეტერანის დღეს, კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, შევხვედროდი ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, გამომეხატა მადლიერება მათი გმირობის, თავდადებისა და ვაჟკაცობისათვის. ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, სიმშვიდე - თითოეულ მათგანს ბრძოლის საკუთარი ისტორია აქვს. ყოველი ბრძოლა კი, ეს არის ბრძოლა გამარჯვებისათვის და მთავარი, რაც ყოველ მათგანს ამოძრავებდა, ეს იყო არა სწრაფვა გმირობისკენ, არამედ უდიდესი სურვილი, გაეკეთებინათ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო გამთლიანებული, თავისუფალი, მშვიდი. ჩვენო ვეტერანებო, ამავდროულად, ჩემო კოლეგებო, მადლობა თქვენ, ვინც საკუთარ მხრებზე ატარა ტრაგედიებისა თუ თავდადებული შრომის სიმძიმე და სირთულე. მადლობა იმ წვლილისათვის, რაც ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში მიგიძღვით.“-განაცხადა რესან კონცელიძემ.

რესან კონცელიძის განცხადებით, ვეტერანები გამარჯვებულთა თაობას წარმოადგენს, რომელთა თავდადება, დაუღალავი, მუხლჩაუხრელი ბრძოლა-ყოველთვის იქნება მომავალი თაობებისათვის ღირსების, ვაჟკაცობისა და გმირობის უცვლელი თამასა.

შეხვედრას, ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.