გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში მომხდარ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

18-10-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 1 პირი - 2001 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელს - 2002 წელს დაბადებულ თ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ი.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.
ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.