ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ

19-10-2020

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
მმართველი გუნდის კანდიდატებმა, აღნიშნულ ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აგრეთვე, მოისმინეს არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზები დასახეს. შეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა იმ წარმატებულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც უკვე ბათუმის მასშტაბით განხორციელდა და სამომავლოდ, მოსახლეობას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებასაც დაჰპირდა.