გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

19-10-2020

ცალკე ვირუსზე ვერავინ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და სხვა. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მხარეს აქვს თავისი ფუნქცია და ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ისეთი თანაცხოვრება, სადაც გავუფრთხილდებით ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და, რა თქმა უნდა, მივაღწევთ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას.
„რაც შეეხება ბალანსს - ამ ბალანსში ყველა მხარეს აქვს თავისი ფუნქცია და მოვალეობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვირუსს ვერ დაამარცხებს, ვინაიდან ეს გლობალური გამოწვევა და გლობალური პანდემიაა. ახლა ქვეყნის შიგნით რომ გადმოვიდეთ - ცალკე ვერავინ ვერ გაიმარჯვებს ვირუსზე, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და სხვა. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიოთ იმას, რომ თანაცხოვრება ჩვენი იყოს ნორმალური, ისეთი, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და, რა თქმა უნდა, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას“, - განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Googleელფოსტაბეჭდვა