გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ხარვეზები ყველგან არსებობს და მათ კარგად ვხედავთ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვაკეთებთ

19-10-2020

ალბათ, რაღაც ხარვეზი დავუშვით და ვხედავთ, რომ რაღაც სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებისთვის და მცდელობებისთვის, რომ პანიკა დაითესოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ხარვეზები ყველგან არსებობს და მთავრობა ამ ხარვეზებს კარგად ხედავს, მთავარია, რომ ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს.
„ჩვენ როდესაც პირველ ტალღას ღირსეულად გავუმკლავდით, ამ გამკლავების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ღია და ტრანსფარენტული ურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასთან. თითოეულ ნაბიჯს ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვუხსნიდით. შემდგომ ჩვენ ასე ვაგრძელებდით, თუმცა, ალბათ, რაღაც ხარვეზი დავუშვით და ვხედავთ, რომ რაღაც სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებისთვის და მცდელობებისთვის, რომ პანიკა დაითესოს. ხარვეზები ყველგან არსებობს და ჩვენ მათ კარგად ვხედავთ. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ამიტომ, გპირდებით, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება რეგულარული. ყველა სამინისტროს აქვს მიღებული შესაბამისი დავალება, რომ მოქალაქეებთან აბსოლუტურად ღიად იყოს განხილული ის საკითხები, რომელიც ხარვეზებს ეხება, თუნდაც მტკივნეული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.