გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში 23 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა

9-03-2018

უბედური შემთხვევა პანკისის ხეობაში – სოფელ ომალოში 23 წლის ქალი დაიჭრა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიღებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, იარაღი მას შემთხვევით გაუვარდა. დაშავებულს პირველი ოპერაცია ახმეტის, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

ექიმების თქმით, დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

cyc.ge