გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია მეზვრიშვილი: პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, მოხსნილია

23-10-2020

პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, დღეს არის პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება.

„დღეს გვაქვს პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. ხარვეზები, რაც მართვის პროცესშია, ნაბი-ნაბიჯ სწორდება. შტაბი, თითოეული სამინისტრო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ჩართულები არიან ამ პროცესში. პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება.

ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ადაპტაციის და მათვის ეტაპზე არის ის, რო ამ პროცესის მართვადობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რაც ბუნებრივია, ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი, რაშიც იგულისხმება სახელმწიფოს მხრიდან ამ წესების აღსრულება და მოქალაქეებისა და დაწესებულებების და კერძო დაწესებულებების მხრიდან წესების და რეკომენდაციების შესრულება. თუ ჩვენ გვექნება წესების შესრულების ნაწილში 90%-იანი შესრულება, ვირუსის გავრცელების შენელება 70%-ით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.