გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მეზვრიშვილი: ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად გარკვეული წესებით თანაცხოვრებას და ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, ურთიერთთანამშრომლობა სახეზეა

23-10-2020

ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ არის დარღვევის შემთხვევები, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტად არის ნიშნები თანაცხოვრების შეგუების და წესების შესრულების.

„სტაბილურობის ნიშნებში ვგულისხმობ იმას, რომ როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ეს ყველაფერი, შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, პოზიტიურად შევაფასოთ. ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, ურთიერთთანამშრომლობა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, სახეზეა. რა თქმა უნდა, არის დარღვევის შემთხვევები, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტად შეინიშნება ნიშნები ამ თანაცხოვრების შეგუების და წესების შესრულების. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და დღევანდელი დღით არ დაიწყება და დასრულდება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.