გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში სოფელ გლოლას მოსახლეობას შეხვდა

23-10-2020

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში სოფელ გლოლას მოსახლეობას შეხვდა.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სტატუსის სოფელში, გლოლაში, აშენდა საბავშო ბაღი, რეაბილიტირდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის ცალკეული მონაკვეთები, წყალმომარაგების ქსელი, გზის სავალი ნაწილები და სანიაღვრე არხები.

"გლოლის თემში, ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს სოციალური პროგრამებით და საგადასახადო შეღავათებით, რაც მათი ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია."-აცხადებს გოჩა ენუქიძე.