ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
სიღნაღში, თანამედროვე სტანდარტების სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

24-10-2020

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ქართული ხილი“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, კახეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით,კიდევ ერთი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ქართული ხილი“ 2019 წელს დარეგისტრირდა. მასში 5 მეპაიეა გაერთიანებული. კოოპერაციულ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა აქედან, 600,000 ლარი გრანტია, შეღავათიანი აგროკრედიტიკი, 600,000 ლარს აჭარბებს. დანარჩენი თანხა კოოპერატივის წევრების ინვესტიციაა. სამაცივრო მეურნეობაში 800-1000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში სეზონურად 15, მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული.