გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10, ხოლო გამოჯანმრთელდა 412 პირი

24-10-2020

დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.

„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ -19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. სულ

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს - 10 163-ს. სამწუხაროდ, 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1034 შემთხვევა, აჭარაში - 320, იმერეთში - 258, ქვემო ქართლში - 107, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121. 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 762, აჭარაში - 686. მძიმე პაციენტი არის 427, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი - მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 20. 2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 - აჭარაში, ხოლო 728 - თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 849, აჭარაში-2 183.
სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 916 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში - 3 758 პირი, აჭარაში - 11 764, იმერეთში - 3 741.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.